mycopy

შენი იდეები 3D ფორმაში

პირველად საქართველოში, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ თქვენი გამოსახულების ზუსტი ასლი 3D ფიგურის სახით. 

შენი იდეები 3D ფორმაში

პირველად საქართველოში, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ თქვენი გამოსახულების ზუსტი ასლი 3D ფიგურის სახით. 

თქვენი ისტორიები, ჩვენი ფიგურებით 

ყველა ფიგურა უნიკალურია — იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია.

რა არის MYCOPY?

MyCopy გთავაზობთ ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ აქციოთ თქვენი თავი, ემოცია და მოგონებები სამგანზომილებიან ფიგურად.

ეს არის მომავლის გამოცდილება — სადაც ფოტოებს სიცოცხლე ეძლევა და ყოველი ფიგურა ხდება თქვენი უნიკალური ისტორიის ნაწილი.

დაბეჭდილი ფიგურები მზადდება სრულიად უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და ინახავს თქვენს იერს, სტილს და განწყობას.

MYCopy — როცა არ გინდა, რომ მოგონება უბრალოდ ციფრულ ფაილად დარჩეს.

პროცესი როგორ მუშაობს MYCopy?

თითოეულ ფიგურას თავისი ისტორია აქვს

ვიდეოში ნახავთ, როგორ ვაქცევთ მომენტებს სამგანზომილებიან მოგონებად.

შეარჩიე  შენი

სასურველი ზომის ფიგურა

15 სმ

750 ლ

მიწოდება 5 დღე

18 სმ

1000 ლ

მიწოდება 14 დღე

დაჯავშნე სკანირების დრო ონლაინ ან ადგილზე

მიიღეთ სასურველი პოზა და ჩვენი სკანერი რამდენიმე წამში შექმნის თქვენს 3D მოდელს

ჩვენი გუნდი დაამუშავებს და გაასწორებს 3D ფიგურის დეტალებს

თქვენი 3 D ფიგურა იბეჭდება მაღალი ხარისხის 3D პრინტერზე

დამზადების შემდეგ ფიგურა იფუთება და იგზავნება  სასურველ  მისამართზე.

დაჯავშნე სკანირების დრო ონლაინ ან ადგილზე

მიიღეთ სასურველი პოზა და ჩვენი სკანერი რამდენიმე წამში შექმნის თქვენს 3D მოდელს

ჩვენი გუნდი დაამუშავებს და გაასწორებს 3D ფიგურის დეტალებს

თქვენი 3 D ფიგურა იბეჭდება მაღალი ხარისხის 3D პრინტერზე

დამზადების შემდეგ ფიგურა იფუთება და იგზავნება  სასურველ  მისამართზე.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს 3D ფიგურა?

3D ფიგურის ფასი იწყება 750 ლარიდან 15 სმ-იანი მოდელის შემთხვევაში, 18 სმ-იანი ფიგურის ღირებულება კი 1000 ლარია. 
რაც უფრო დიდია ფიგურა, მით მეტი დეტალი ჩანს და უფრო ეფექტურია. ფერად ტანსაცმელს განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტი აქვს.
ფასი მოიცავს:

  • სკანირებას
  • მოდელირებას
  • დაბეჭდვას
  • ადგილზე მიტანას

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სასაჩუქრე ვაუჩერი — იდეალური საჩუქარია მეგობრისთვის, წყვილისთვის ან ოჯახის წევრისთვის.

რისგან მზადდება 3D ფიგურა?

ფიგურები მზადდება სპეციალური საბეჭდი  მასალისგან — ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი მასალით.
ვბეჭდავთ ბოლო თაობის, მაღალი გარჩევადობის 3D პრინტერებით და არ ვიყენებთ მავნე ქიმიკატებს ან თხევად ნარჩენებს.

შეიძლება თუ არა ბავშვებისა და ცხოველების ფიგურის შექმნა?

დიახ, ეს სრულიად უსაფრთხო და მოსახერხებელი პროცესია როგორც ბავშვებისთვის, ისე შინაური ცხოველებისთვის.

სკანირება არ იყენებს მავნე სხივებს — მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და ფოტოს გადაღებას ჰგავს.

რას მოიცავს დამატებითი აქსესუარები?

შეიძლება დაამატოთ პერსონალური ნივთები

  • ზურგჩანთა
  • შარფი
  • სპორტული აქსესუარები
  • კოსტიუმი/ფორმა
  • ცხოველი ან სხვა ობიექტი

ეს ყველაფერს უფრო მხიარულსა და ინდივიდუალურს გახდის. გირჩევთ, მოიტანოთ ისეთი ნივთები, რომლებიც თქვენს სტილს გამოხატავს.

სად ხდება სკანირება?

სკანერები განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე, რომლებიც მითითებული იქნება ჩვენს ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებზე. შეგიძლია აირჩიო შენთან ახლოს მდებარე ადგილი და გაიარო სკანირება.

რამდენ ხანს გრძელდება სკანირება?

სკანირების პროცესი გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამს (5-16 წმ).

რა ზომის ფიგურებია ხელმისაწვდომი?

ამ ეტაპზე სტანდარტული ზომებია 15 სმ და 18 სმ, თუმცა მალე დავამატებთ დამატებით ზომებსაც.

როგორ ვიღებ ფიგურას?

შეგიძლია აირჩიო ადგილზე აღება ან მიწოდება მითითებულ მისამართზე. შეფუთვა სპეციალურადაა განკუთვნილი უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის.

როგორ ხდება გადახდა?

გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.

როგორ უნდა მოვუარო ფიგურას?

ფიგურა დაფარულია დამცავი ლაკით, თუმცა რეკომენდებულია არ დასველდეს და არ მოთავსდეს პირდაპირ მზის შუქზე ხანგრძლივად. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფრთხილად გაწმინდოთ მშრალი რბილი ტილოთი.

ვიზიტის დაჯავშნა

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით

შეუკვეთეთ ადგილზე

ფასზე ხშირად ვრცელდება კითხვები, ამიტომ დეტალურად გიზიარებთ პროცესს, რასაც თითოეული ფიგურა გადის

ფიგურის შექმნაში ერთდროულად ჩართულია 6 ადამიანი და პროცესი მთლიანობაში გრძელდება დაახლოებით 4 დღე.
სწორედ ამ ნაბიჯებისა და ადამიანური რესურსების ჩართულობის გამო განისაზღვრება ფასი.