როგორ მუშაობს MYCopy
თითოეული ფიგურის უკან დგას ბევრი ტექნოლოგია,
პროფესიონალთა გუნდი და დეტალებზე ზრუნვა.
სკანირება
მომხმარებელი მოდის მისთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე და სკანერდება. პროცესი გრძელდება სულ რამდენიმე წამს.
ფაილის გაგზავნა
სკანირებული გამოსახულება ეგზავნება 3D მოდელირების ჯგუფს დამუშავებისთვის — იწყება ფიგურის ციფრული მოდელირება.
ციფრული დამუშავება
3D მოდელირების ჯგუფი დეტალურად ამუშავებს ფაილს, ამოწმებს საჭირო ელემენტების სიზუსტეს და ამზადებს ფიგურას 3D ბეჭდვისთვის.
ბეჭდვისთვის მომზადება
დამუშავებული ფაილები იგზავნება ბეჭდვის ლოკაციაზე. გუნდი ადგენს ზომასა და რაოდენობას, რომ ბეჭდვა მაქსიმალურად დეტალურად და ეფექტურად მოხდეს.
პრინტერის გამართვა
დაწყებამდე მოწმდება ფურცლისა და საღებავის სისქე, იწმინდება დაფა და პრინტერის თავები. შემდეგ ხდება ბეჭდვის გაშვება.
ბეჭდვის პროცესი
დამუშავებული ფაილები იგზავნება ბეჭდვის ლოკაციაზე. გუნდი ამზადებს პრინტერის შესაბამისი ზომისა და რაოდენობის დასაბეჭდად, რომ ბეჭდვა მაქსიმალურად დეტალურად და ეფექტურად მოხდეს.
დაბეჭდილი ფიგურების ამოღება
დაბეჭდილი მასალას ეხსნება დამცავი შრე და თავსდება ხარშვის აპარატში, რაც გრძელდება 14–16 საათს.
სანბლასტინგი
ხარშვის შემდეგ ფიგურა გადადის სპეციალურ დანადგარში, სადაც კომპრესორის მეშვეობით შორდება ზედმეტი პრიალა შრე და იღებს საბოლოო ვიზუალს.
დამუშავება და შეფუთვა
ფიგურა შრება, მუშავდება სპეციალურ დამცავი ლაკით და თავსდება ულტრაიისფერი სხივის აპარატში 20-25 წუთით. ბოლოს იფუთება სპეციალურ გამჭვრივალე შუშის ბოქსში და იგზავნება სასურველ მისამართზე.
სერვისები
3D სკანირება
სწრაფი და მარტივი პროცესი
სპეციალურად განთავსებულ სკანერებში რამდენიმე წამში ფიქსირდება თქვენი გამოსახულება — ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
3D ფიგურის შექმნა
დეტალური და ინდივიდუალური მოდელირება
ჩვენი 3D მოდელირების გუნდი სპეციალურ პროგრამაში ამუშავებს თქვენს სკანირებულ მონაცემებს, შემდეგ კი იწყება ბეჭდვის პროცესი რის შედეგადაც თქვენი სკანირებული მონაცემები იქცევა რეალისტურ ფიგურად უახლესი 3D პრინტერების მეშვეობით.
მიწოდება
მოსახერხებელი მიღების გზები
დაბეჭდილ ფიგურას მიიღებთ რამდენიმე დღეში — სასურველ ლოკაციაზე
პერსონალური შეკვეთები
გთავაზობთ წყვილურ, საოჯახო, თემატურ და პერსონალიზებულ ფიგურებს — თქვენი სურვილისამებრ.
კორპორატიული სერვისები
ბრენდირებული და მასშტაბური 3D გადაწყვეტილებები ბიზნესებისთვის
ვთავაზობთ კომპანიებს ფიგურების შექმნას მარკეტინგული კამპანიებისთვის, ღონისძიებებისთვის ან თანამშრომლებისთვის.
შეიძლება იყოს:
- თანამშრომლების ფიგურები (გუნდური საჩუქრები)
- ბრენდის ელემენტებით გაფორმებული ფიგურები
- სპეციალური სტენდები და დეკორაციები ღონისძიებებისთვის